Are you ready?

სტაჟირების

პროგრამა

Tasteit აცხადებს ოთხთვიან სტაჟირებას Food Content Creator-ის პოზიციაზე

Tasteit აცხადებს ოთხთვიან სტაჟირებას Food Content Creator-ის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება TikTok/Instagram-ისთვის ვიდეოების მომზადებში. ესტუმრება ჩვენს პარტნიორ კვების ობიექტებს და გასინჯავს უგემრიელეს საჭმელებს. შერჩეულ კანდიდატებს სტაჟირების განმავლობაში შევასწავლით მარკეტინგის საფუძვლებს, ბრენდინგსა და კონტენტის შექმნას. 

Tasteit არის პირველი Anti-Dating აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს აკავშირებს საჭმლით, რომანტიკული ქვეტექსტის გარეშე. Tasteit არ არის უბრალოდ აპლიკაცია, ეს არის Food მისია, გლობალური მოძრაობა, რომელმაც უკვე მოიცვა საქართველო, ბერლინი და ნიუ იორკი. თუ გსურს, გახდე ამ დიდი მისიის ნაწილი, შემოგვიერთდი.

Tasteit-მა გაიმარჯვა Startup World Cup-ის კონკურსში და ოქტომბერში აშშ-ში, „სილიკონ ველიში“ წარდგება ყველაზე დიდი ინვესტორების წინაშე. ასევე გაიმარჯვა TBC-ის ბიზნესდაჯილდოებაზე და გახდა წლის საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი. გაიმარჯვა GITA-ს 150 000-ლარიან საგრანტო კონკურსში და  Shark Tank Georgia-ში, სადაც 100 000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა. 

მოვალეობები:

  • Tasteit-ის პარტნიორ კვების ობიექტებში ვიზიტი და გემრიელი საჭმელების გასინჯვა

  • Tik Tok/Instagram-ისთვის კონტენტის მომზადება

  • მობილურით ვიდეოს გადაღება/დამონტაჟება და tasteit-ის სოციალურ მედიაარხებში განთავსება

ვის ვეძებთ:

  • კრეატიულ, კომუნიკაბელურ და გურმან ადამიანს

  • აუცილებელია, ჰქონდეს მობილურით ვიდეოების გადაღების/დამონტაჟების/ამბების თხრობის უნარი და ძალიან უნდა უყვარდეს კონტენტის შექმნა

  • უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, სჯეროდეს tasteit app-ის იდეის და იზიარებდეს გუნდის ღირებულებებს

  • მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის და იმისთვის, რომ ერთ დღეს tasteit პირველი ქართული Unicorn სტარტაპი გახდება. Right? 

რას ვთავაზობთ გუნდის ახალ წევრს

  • შევასწავლით მარკეტინგის საფუძვლებს, ბრენდინგსა და კონტენტის შექმნას 

  • გემრიელად ჭამას და საინტერესო კულინარიულ თავგადასავალს

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას სწრაფად განვითარებად სტარტაპთან ერთად

  • არასტრესულ, მეგობრულ, კრეატიულ და დახმარებისთვის მუდმივად მზად მყოფი ადამიანებით სავსე გარემოს

  • საუკეთესო კანდიდატებს - დასაქმების შესაძლებლობას

თუ მზად ხარ, წვლილი შეიტანო tasteit app-ის Unicorn-ად გადაქცევაში და ახალი მუხტი შემოიტანო ჩვენს მეგობრულ ოჯახში, თუ გიყვარს ჭამა და ადამიანებთან კომუნიკაცია; მზად ხარ, გახდე დიდი კულინარიული თავგადასავლის მონაწილე, მიიღო გამოცდილება და შეუერთდე სტარტაპს, რომელიც ძალიან მალე გლობალური აპლიკაცია გახდება, მაშინ აუცილებლად უნდა გამოგზავნო info@tasteit.me-ზე: 

  • CV

  • რამდენიმე წინადადებით აგვიხსნა, რატომ გსურს, შემოუერთდე ჩვენს გუნდს.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი.

რას ელოდები?

რას ელოდები?